Tuesday, April 12, 2016

ინტელის პროექტი

    ესენინი და საქართველო



რეფლექსია


   გავეცანით ინტელის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს. ვისაუბრეთ პროექტის სწავლების მნიშვნელობაზე. სასწავლო  პროცესის ეფექტურად წარმართვასა და მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობაში XXI საუკუნის უნარ-ჩვევებზე.  გავეცანით პორთფოლიოს კომპონენტებს, სტატიის მომზადებას.  პროექტის სწავლების მეთოდს . ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, შევქმენით ელექტრონული საქაღალდეები. დავიწყეთ მე 2 მოდულის სწავლება. სასწავლო პროექტის დაგეგმვა, გავიგეთ თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ სტანდარტები, შევიმუშაოთ ამოცანები, გავეცანით  სასწავლო სტანდარტებისა და მიზნების რუქას, ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმებს.
აგრეთვე შევისწავლეთ ინტერნეტიდან ვიდეომასალების ჩამოწერა, საავტორო უფლებების დაცვა, გავეცანით პრეზენტაციას.  შევისწავლეთ სასწავლო პროექტების ნიმუშების შექმნა, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, დავგეგმეთ მოსწავლეების პროექტები, მისი განხორციელების გზები, გავაკეთეთ პრეზენტაციები, შევისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.
      შევისწავლეთ მე–6 მოდულის საკითხები. გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით განვიხილეთ როგორ ხდება თვითრეგულირების  უნარის განვითარებას მოსწავლეებში.
       გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს, ჩამოვტვირთეთ რუბრიკები მოსწავლეების აზროვნების სკაფოლდინგზე, გავიგეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები. სწავლის პროცესში ეფექტურად, როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს. მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლების პროცესში განვიხილეთ კითხვის დასმის ტექნოლოგიები, სასწავლო პროექტების განხორციელების ნაბიჯები. შევაფასეთ საწავლო პროექტების პორტფოლიოები. შევქმენით ვებრესურსები, მასალები. გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე. შევაჯამეთ ჩვენი  ცოდნა ინტელის პროგრამის ფარგლებში, რეფლექსია გავაკეთეთ ჩვენ ბლოგზე, წარმოვადგინეთ პორტფოლიოები. შევაფასეთ და ავტვირთეთ შექმნილი მასალები ჩვენ მიერ  შექმნილ ბლოგზე.
        ამ პროგრამამ მომცა მეტი ცოდნა პროექტების შექმნის და ტექნოლოგიების სწავლების პროცესში, გავეცანით დეტალურად პროექტის შექმნის ნაბიჯებს. ინტელის პროგრამის რესურსი ძალიან დამეხმარება მომავალში სწავლების შედეგების და საკუთარი ნამუშევრების ეფექტურად გამოყენებაში.
            დიდი მადლობა  ინტელის ტრენერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს საინტერესო და საჭირო ტრენინგისთვის.


No comments:

Post a Comment